არქივი13 მაისი, 2025, 12:38
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, - ინფორმაცია ოფიციალურად თავად ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაადასტურა.
იტალიელი სპეციალისტი მუშაობას 26 მაისიდან შეუდგება.
ანჩელოტიმ კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა.
ანჩელოტისთვის ეს სანაკრებო დონეზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამოცდილებაა და ამავდროულად ის პირველი უცხოელი მწვრთნელია, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობა ანდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.