ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარიმ ბენზემა შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს, მაგრამ არა ფეხბურთელად

კარიმ ბენზემა შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს, მაგრამ არა ფეხბურთელად

Relevo-ს ცნობით, "ალ-იტიჰადის" ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს, მაგრამ ეს ფეხბურთელის რანგში არ მოხდება.
36 წლის თავდამსხმელი კარიერის დასრულების სავარაუდო თარიღად 2025 წელს განიხილავს და ის უკვე შეუთანხმდა "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას, რომ კლუბის ელჩი გახდება.
შეხსენებისთვის, ბენზემა "რეალის" ფორმას 14 წლის განმავლობაში ირგებდა შემდეგ მან საუდის არაბეთს მიაშურა. მიმდინარე სეზონში მან "ალ-იტიჰადის" რიგებში 10 თამაში ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.