ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარიერაში მესამედ - ნიკოლა იოკიჩი NBA-ს სეზონის MVP გახდა

2023/2024 წლების NBA-ს სეზონში MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა. "დენვერ ნაგეთსის" კალათბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მესამედ მოიპოვა.
ნიკოლა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მე-9 კალათბურთელი გახდა, რომელმაც MVP-ის ტიტულის სამჯერ მოგება მოახერხა.
მიმდინარე სეზონში ნიკოლა იოკიჩი მატჩში საშუალოდ 26.4 ქულას, 12.4 მოხსნასა და 9.0 შედეგიან გადაცემას ასრულებს.
სერბი კალათბურთელის გუნდი კი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "მინესოტა ტიმბერვულვზთან" სერიაში 0:2 მარცხდება. გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 11 მაისს, შაბათს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.