ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარდინი „ოცნების“ წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს

კარდინი „ოცნების“ წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბენ კარდინი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირების საჭიროებაზე საუბრობს.
„უკრაინის ბრძოლა არის ასევე ბელარუსის დემოკრატიული ძალების და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ გულადმა ერებმა ნათლად აჩვენეს, რომ სურთ დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. [..] გვერდზე უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც იცავენ კონსტიტუციაში აღბეჭდილ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, “ქართული ოცნების” ძალადობრივი რეპრესიების მიუხედავად. ფინანსური სანქციებით უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც გეგმავს და ანხორციელებს ამ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, — ნათქვამია განცხადებაში.
კარდინის გარდა, განცხადებას ხელს აწერენ ესტონეთის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ესპანეთის და უკრაინის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ან/და მათი მოადგილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.