კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ – არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიაზე

კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ – არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიაზე
არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმიანება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ გვარამიას ყველა განცხადება რეალობას მოწყვეტილია.
„განცხადებები, რომელიც გვარამიამ გააკეთა, რეალობას მოწყვეტილია. თითქოს პოლიტიკაში ბრუნდება, როცა პოლიტიკიდან არ გასულა და თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც პირიქით – კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.
Next: ორივე ძალიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერი რჩება პოლიტიკაში, რაც მთავარია, ორივე ლიდერი იქნება მთავარი სპიკერი საარჩევნოდ და ეს იყო ძალიან სწორი გადაადგილება

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში