ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარგი სეზონია, დაახლოებით, 90%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ - Gudauri Lodge

კარგი სეზონია, დაახლოებით, 90%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ - Gudauri Lodge

ზამთრის სეზონი მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 90%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, - ამის შესახებ Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს დამსვენებლების 95% უცხოელია. მათ შორის, არიან ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ძირითადად ექსპატები დუბაიდან.
"ჩვენი დამსვენებლები არიან როგორც დაბალბიუჯეტიანი, ისე მაღალბიუჯეტიანი სეგმენტის, რადგან ჩვენს სასტუმროში ერთ ღამის ღირებულება საშუალოდ 350 დოლარს შეადგენს. ჩვენ წლიდან წლამდე ვზრდით მომსახურების და სერვისის ფასებს და წელსაც, დაახლოებით, 10%-ით გავზარდეთ.
2026 წელს, კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და საოპერაციო საკითხების უფრო კარგად მოწესრიგებაზე. ჯერ კონკრეტული გეგმები არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის ახლა აქტიური სეზონია და სავარაუდოდ, აპრილიდან უფრო კონკრეტულად დავიგეგმებით", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.
მანვე აღნიშნა, რომ აქტიურად შემოდის წინასწარი ჯავშნები და გაზაფხული-ზაფხულის თვეებში დამსვენებლები უფრო მეტად აზიური ქვეყნებიდან ჭარბობენ.
ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, სათხილამურო მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.