კარგი იქნება აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

„ევროპარლამენტისგან მეექვსე რეზოლუცია ვიხილეთ და როგორი ცარიელი, ფარატინა ქაღალდიც იყო წინა ხუთი, ასე დარჩება ეს მეექვსეც. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, რადგან ამდენ ტყუილს ისმენს ძალიან ბევრი ადამიანი და ვიღაც შეიძლება იჯერებდეს კიდეც“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.
„მეორე ცუდი არის ის, რომ ევროკავშირის წინა ხელმძღვანელობაშიც არ იყვნენ ანგელოზები, მაგრამ ახლანდელში გაცილებით ბევრია ისეთი, რომელიც საქართველოს მიმართ უბრალოდ ანტაგონისტურად არის განწყობილი. თუნდაც იგივე კაია კალასი, თუნდაც იგივე კუბილიუსი და ა.შ.
კაია კალასი იყო ესტონეთის პრემიერი და მუდმივად საქართველოს აკრიტიკებდა, რადგან ომი არ გამოვუცხადეთ რუსეთს. ასევე, მოგვიწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ა.შ. ამ დროს კი მისი ოჯახი, ქმრის ჩათვლით, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და მილიონებს აკეთებს.
როდესაც მას ამის შესახებ ესტონელმა პარლამენტარებმა ჰკითხეს, გაიკვირვა, არ ვიცოდიო. როცა ასეთი მატყუარა ადამიანი ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელი ხდება (კომისარია საგარეო საკითხებში – ჯოზეფ ბორელის ადგილი დაიკავა), რა თქმა უნდა, მისგან კარგ განცხადებებს არც უნდა ველოდოთ.
მაგრამ, რას ვიზამთ, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა გავუძლოთ და რომელიც აუცილებლად შეიცვლება. დღეს გაცილებით მძიმე ამოცანები აქვს ევროკავშირს, როცა იგივე ტრამპი მათ ეუბნება, რომ ამორალურად იქცევიან და ევროპულ საქონელს მაღალ ტარიფებს უწესებს. შესაბამისად, კარგი იქნება ამ ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება