კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება

ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე – ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება, საქართველოს მთავრობა კი ყველას ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.
„საქართველოში, ამ სამი წლის განმავლობაში, ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით, ანუ სხვადასხვა ჟურნალისტები, პირობითად, რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. მედიამენეჯერებზე და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე, ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, თუმცა ყველა საშუალება ჩავარდა.
ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობა. იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე.
ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორც ჩავარდა ყველა წინა მცდელობა, ოთხივე მცდელობა. ნებისმიერი ასეთი აქტი არის განწირული სამომავლოდაც. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას. ეს არის ჩემი რჩევა. ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ყველას დავეხმარებით, ყველას გავუწვდით და შევუწყობთ ხელს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც