ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამსახურებაა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ქვეყნის მოსახლეობისა და მმართველი პარტიის დამსახურება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დარბოდა, განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანას როგორმე სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ბრიუსელშიც ჩადიოდნენ.
მთავარი არის ის, რომ სტატუსი მივიღეთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ქვეყნის ევროინტეგრაცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.