ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანდელაკის N1-ში 8 სართულიანი შენობის აშენება იგეგმება - კომპანიის მეწილეები „ქართული ოცნების“ შემომწირველთა შორის არიან

სიმონ კანდელაკის #1-ში შპს „რადიუსი“ საოფისე შენობის აშენებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, შენობა 8 სართულიანი იქნება. ამ ეტაპზე კომპანია არქიტექტურის სამსახურთან მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მოლოდინშია.
„მოცემული საპროექტო დავალება მოიცავს, საოფისე შენობის მშენებლობას. შენობა მდებარეობს - მისამართი: ქალაქი თბილისი , ქუჩა სიმონ კანდელაკი , N 1.საკადასტრო ნომრით : 01.10.13.011.001.
შენობის აბსოლუტური ნული შეესაბამება 443-ს. საპროექტო შენობა მიწის ზემოთ არის რვასართულიანი , ხოლო მიწის ქვემოთ ერთსართულიანი. ოფისები გადანაწილებულია მეორედან მეშვიდე სართულამდე,რომელთა ფასადიც შემინულია . რაც შეეხება კიბის უჯრედს გარედან მოპირკეთებულია ტერაკოტას ფილებით. პირველ სართულზე მდებარეობს კომერციული სივრცე, რომელსაც ორი მხრიდან აქვს გასასვლელი კარები. ოფისებში ვხვდებით მთავარი შესასვლელი კარით, ლობის გავლით ლიფტებთან და კიბის უჯრედებთან. ამავე სართულზე მდებარეობს დაცვის ოთახი.
მინუს ერთ სართულზე მდებარეობს პარკინგი და ტექნიკური სივრცეები, ელ.ოთახი, სასერვერო და ა.შ. კიბის უჯრედებსა და ლიფტებს აქვთ დაწნეხვის სისტემა. საოფისე სივრცეებში გვაქვს ანტრესოლები, რომლებიც ეკუთვნის მე-2 ,მე-3 ,მე-4, მე-5, მე-6 სართულებს,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
როგორც პროექტშია მოცემული, შენარჩუნდება არსებული ნარგავები და დაემატება 6 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი და 6 ძირი ჰიმალაის კედარი.
შპს „ რადიუსის“ დირექტორი ლაშა კვაჭაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს „აიტი ვენჩარი“. რაც შეეხება შპს „აიტი ვენჩარს“, მისი დირექტორი და 15%-იანი წილის მფლობელი, თავად ლაშა კვაჭაძეა. ასევე, კომპანიის 30%-ს ფლობს სულიკო წულუკიძე; 20%-ს ალექსანდრე წულუკიძე; 20%-ს ალექსი მოდებაძე; 15%-ს ალექსანდრე მელაძე.
კომპანიის მეწილეები მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შემომწირველთა შორის არიან. ლაშა კვაჭაძეს 180 000 ლარი აქვს შეწირული. მმართველ პარტიას ალექსანდრე წულუკიძემ 180 000 ლარი, ხოლო ალექსი მოდებაძემ 120 000 ლარი შესწირა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.