ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადის საგარეო უწყება - ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები უნდა შეწყვიტოს - კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას

კანადის საგარეო უწყება - ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები უნდა შეწყვიტოს - კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას

კანადა მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.
„ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები და დაშინება უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს. კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. უფლებადამცველი ჯგუფის - „ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები ირანში“ - ინფორმაციით, არეულობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 490 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის 48 თანამშრომელი. ამასთან, საპროტესტო აქციების დროს 10 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.