კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელიც 28 აპრილს გაიმართება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მარკ კარნის თქმით, მას სჭირდება ძლიერი მანდატი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომელიც კანადას აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან ემუქრება.
„პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ მისი მუქარის გამო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვართ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო კანადის აშენება. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ კანადა არ არის რეალური ქვეყანა. მას სურს ჩვენი გატეხა, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა მარკ კარნიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?