პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადის პრემიერი - მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით

კანადის პრემიერი - მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით

კანადას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტში მონაწილეობის შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ Radio-Canada-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კანადის გადაწყვეტილება შეუერთდეს სამშვიდობო ძალისხმევას გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. კანადის პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა შეუერთდა „მსურველთა კოალიციას“, რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამასთან, მარკ კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დადება, თუ მას თავად უკრაინა არ დაუჭერს მხარს.
„მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.