არქივი19 აპრილი, 2025, 23:24
კანადის პრემიერი მარკ კარნი: ჩინეთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური საფრთხეა

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური საფრთხეა. კარნის განცხადებას Reuters-ი ციტირებს.
კანადის პრემიერს სთხოვეს დაესახელებინა ქვეყანა, რომელიც კანადისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
კარნიმ თქვა, რომ კანადა უნდა დაუპირისპირდეს ჩინეთის საგარეო ჩარევის საფრთხეებს.
„ჩვენ ვიღებთ ზომებს საფრთხის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა კარნიმ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.