კანადის პრემიერი - კანადის ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან დასრულდა

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, კანადის ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რომელიც ეკონომიკის ინტეგრაციის გაღრმავებაზე, უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული, დასრულდა.
BBC-ის ცნობით, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანადელებმა ფუნდამენტურად უნდა გადახედონ ეკონომიკას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე.
მისი თქმით, კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებით უპასუხებს, რაც მაქსიმალურ გავლენას მოახდენს შეერთებულ შტატებზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და სატრანსპორტო ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.