არქივი6 თებერვალი, 2025, 11:36
კანადელი და ავსტრიელი ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან და ავსტრიიდან პროფესიონალ მოთხილამურე ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა.
მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერები ბახმაროს ესტუმრნენ. სამთო კურორტზე სპორტსმენები თხილამურებით დაეშვნენ. ტურის ფარგლებში ერიკ ჰორლიფსონსი, ანნე ვანგლერი, მაქსიმილიან დრეგერი და ფაბიო კეკი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ინფლუენსერებმა და ფოტოგრაფებმა საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულების შესახებ Instagram-ზე ფოტოები და სთორები გამოაქვეყნეს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.