კანადა: G7-თან, ევროპელებთან კოორდინაციით, გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან

"G7-სა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში კანადა შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩევლების დაშინების, ხმების მოსყიდვისა და არჩევნების დღეს დარღვევების გავრცელებულ ფაქტებზე, რომელზეც OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლებმა ისაუბრეს და აღნიშნავს, რომ "ეს უნდა იქნეს გამოძიებული და აღმოფხვრილი".
"კანადას სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. [...]
კანადა ღია რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივ სცემს დემოკრატიას, ადამიანთა უფლებებს, კანონის უზენაესობას და განიხილავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.