კანადა უკრაინას 10 მრავალფუნქციურ ნავ Zodiac Hurricane-ს გადასცემს

კანადა უკრაინას 10 მრავალფუნქციურ ნავ Zodiac Hurricane-ს გადასცემს – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 23 იანვარს განაცხადა უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე. კანადის მთავრობა ამ დახმარების პაკეტს დაახლოებით 20 მილიონ დოლარად აფასებს.

“მრავალძრავიანი ნავი Zodiac Hurricane უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა საზღვაო ოპერაციის, მათ შორის ძებნა-გადარჩენის, პირადი შემადგენლობისა და ტვირთების ტრანსპორტირების, თვალთვალისა და დაზვერვის მიმართულებებით დაეხმარება. თითოეული ნავი აღჭურვილი იქნება დახვეწილი სენსორით, სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემით”, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში.
გარდა ამისა, ბლერმა განაცხადა, რომ კანადელი სამოქალაქო ინსტრუქტორები და ავიაცია შეუერთდებიან გამანადგურებელ თვითმფრინავ F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას, რომელსაც და საფრანგეთი ახორციელებენ. ეს ტრენინგი დაგეგმილია 2024 წლის თებერვალში და გაგრძელდება 2025 წლამდე.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში შემავალმა ქვეყნებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ჯამში 80 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს