კანადა თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის - reuters
კანადა თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჯასტინ ტრუდოს მთავრობა მიიჩნევს, რომ არქტიკის დაცვა, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეზე რეაგირების აუცილებლობა, თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვს.
კანადის მთავრობის შეფასებით, ახალი პოლიტიკა 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 1.76%-მდე გაზრდის.
აღნიშნული თავდაცვითი პოლიტიკა მოიცავს კანადის შეიარაღებული ძალებისთვის ისეთი ახალი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორიცაა: შორ მანძილზე მოქმედი დისტანციური სათვალთვალო თვითმფრინავები, უპილოტო მრავალფუნქციური ვერტმფრენები, რაკეტები, ახალი წყალქვეშა ნავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.