კანადა და მექსიკა აშშ-დან იმპორტს საპასუხო ტარიფებს უწესებენ

კანადამ და მექსიკამ, შში-ის მხრიდან მათთვის დაწესებული ტარიფების პასუხად, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დააწესეს, - ინფორმაციას Fox Business-ი ავრცელებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და დასძინა, რომ კანადა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის შორის ალკოჰოლსა და ხილზე, 25%-იან ტარიფს დააწესებს.
მისივე განმარტებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები „ეკონომიკურ ტკივილს“ გამოიწვევს და კანადელებს მოუწოდა, ამერიკული სერვისების და პროდუქტების ნაცვლად კანადური აირჩიონ.
რაც სეეხება მექსიკას, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები გამოაცხადა კლაუდია შინბაუმმაც, მექსიკის პრეზიდენტმაც.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიან ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი.
თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.