ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადამ ბელარუსს სანქციები დაუწესა

კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, კანადამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გაგრძელების გამო გამოაცხადა.
სანქციების სამიზნე ბელარუსის მთავრობის 21 ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსანია, მათ შორის უშიშროების ძალების წევრები, პროკურორები და სასამართლო სისტემის წევრები.
„ეს პირები ბელარუსის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, თვითნებურ დაპატიმრებებში, სისასტიკეში, დაშინებასა და ძალის გადამეტებულ გამოყენებაში მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.