კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ტელეხიდის საშუალებით, შეხვედრა გამართა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 13 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში, ის ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლებს და მათ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს.
“შეუძლებელია ეს კამპანია არ ყოფილიყო გაზიარებული ჩვენი დიასპორის მიერ, იმიტომ, რომ თქვენ წარმოადგენთ ძალიან დიდ ნაწილს ჩვენი საზოგადოების. არა რაღაც გარეთ მყოფ ნაწილს, არამედ სრულყოფილ ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ამიტომ თქვენი ხმა არის არა მხოლოდ “ხმა ევროპას”, არამედ თქვენი ხმა არის ევროპიდან, თქვენ ზუსტად იცით თქვენი გამოცდილებით, თქვენი იქ ყოფნით იცით, რას ნიშნავს ევროპა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება