კამერონი: რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული იარაღის გამოყენება უკრაინელების უფლებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად დაეხმარება 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგით. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს პირობა უკრაინელებს მისცა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც 2 მაისს კიევში იმყოფებოდა.
სააგენტოსთან ინტერვიუში კამერონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა, ისიც თქვა, რომ იარაღის მიწოდების თვალსაზრისით უკვე გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. რაც შეეხება უკრაინის მიერ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, კამერონის თქმით, უკრაინელებს ეს უფლება აქვთ და გადაწყვეტილება მათი მისაღებია.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს, კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. კამერონმა გამოაცხადა, რომ კიევი ლონდონისგან მიიღებს იარაღის და საბრძოლო მასალების ახალ პარტიას, მათ შორის მაღალი სიზუსტის საავიაციო ბომბებს და საზენიტო რაკეტებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია