კამბოლოვის მიღება კრემლში – მოჰყავს თუ არა პუტინს სისრულეში ცხინვალის ანექსიის გეგმა (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს, მარატ კამბოლოვს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შეხვედრა გუშინ კრემლში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ეკონომიკური პრობლემების, ინფლაციისა და საწვავის დეფიციტის ფონზეა, პუტინმა კამბოლოვთან ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლის გააქტიურება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით შესაძლოა 2026 წლის სექტემბერში დაგეგმილ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს უკავშირდებოდეს. ამავე პერიოდში დე ფაქტო არჩევნებიც არის დაგეგმილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მათი შეფასებით, არ არის გამორიცხული, მოსკოვმა ამ პროცესს რეგიონის რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ან ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ნაბიჯები დაამთხვიოს. ამავე შეფასებით, მარატ კამბოლოვი შესაძლოა პირველი რუსეთის მოქალაქე გახდეს, რომელიც დე ფაქტო ლიდერის პოსტს დაიკავებს.

ამ ფონზე ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშირთან, აშშ-სთან, გაეროსა და ეუთოსთან – უფრო აქტიურად უნდა კოორდინირდებოდეს. მათი შეფასებით, მაშინ როდესაც ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული გამოწვევები იზრდება, მმართველი გუნდი დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირების რეჟიმში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია