ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა

კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად 1976-ზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა აქვს.
ჰარისმა აღნიშნა, რომ ასეთი ფართო მხარდაჭერით ამაყობს.
„ველი, რომ ნომინაციას მალე ოფიციალურად მივიღებ. ჩემს მიზანს ჩვენი პარტიის გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ნოემბერში დონალდ ტრამპის დამარცხება წარმოადგენს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.