კამალა ჰარისი – წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რაც მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის ნაწილი დათმოს, მიუღებელია.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰარისმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის პირველ სამიტზე მან ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ეს უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ხალხის ნებას და გაეროს წესდების პრინციპებს.
„თუმცა, გულწრფელად გაგიზიარებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩემს ქვეყანაში არიან ისეთები, რომლებიც, ნაცვლად ამისა, აიძულებენ უკრაინას დათმოს სუვერენული ტერიტორიის დიდი ნაწილი, მოითხოვენ უკრაინის ნეიტრალიტეტზე დათანხმებას. ეს წინადადებები იგივეა, რაც პუტინის და მოდით ვიყოთ მკაფიო: ეს არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რომელიც სახიფათო და მიუღებელია“, – აღნიშნა ჰარისმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი კამალა ჰარისს ვაშინგტონში შეხვდა და უკრაინის “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ