ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისის მხარდაჭერაზე ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო - ლავროვი

კამალა ჰარისის მხარდაჭერაზე ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო - ლავროვი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს“, - განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმდინარე და მომდევნო საარჩევნო კამპანიების მიმართ რუსეთის მიდგომაში განსხვავებები არ არსებობს.
„მე განსხვავებებს არც აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და არც მომავალ საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით ვხედავ. იმიტომ, რომ იქ საყოველთაოდ ცნობილი „საიდუმლო მმართველობა“ მოქმედებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.