ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალცონამ დე ლაურენტისს უარი უთხრა - აურელიომ ახალი მწვრთნელი შეარჩია

ფრანჩესკო კალცონა სეზონის ბოლოს "ნაპოლის" დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მისი ახალ ხელშეკრულებაზე დაყოლიება სურდა, თუმცა კალცონამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
სკოტოს ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის შერჩევა უკვე დაიწყო და მოლაპარაკებებს "ფიორენტინას" დამრიგებელთან ვინჩენცო იტალიანოსთან აწარმოებს.
"გავიგე, რომ იტალიანო სეზონის ბოლოს "ფიორენტინას" აუცილებლად დატოვებს და დარწმუნებული ვარ, რომ დე ლაურენტისი მასთან მუდმივ კონტაქტზეა", - განაცხადა სკოტომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.