ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალიფორნიის გუბერნატორი - დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა

კალიფორნიის გუბერნატორი - დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა

დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა, ეს მომენტი, რომლის შიშიც გვქონდა, დადგა, - ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომელმაც კალიფორნიის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„აღარ არსებობს არანაირი კონტროლი და ბალანსი.კონგრესი არსად არის. სპიკერმა ჯონსონმა სრულად უარი თქვა ამ პასუხისმგებლობაზე“, - აღნიშნა გუბერნატომა.
მან საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია, თუმცა გააფრთხილა: „თუ პირველი შესწორებით მინიჭებულ უფლებებს იყენებთ, გთხოვთ, ეს მშვიდობიანად გააკეთოთ“.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას - 40, ორშაბათს - 114, სამშაბათს კი - 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.