ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალიფორნიაში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად

კალიფორნიაში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად

კალიფორნიაში რივერსაიდის ოლქის შერიფის თანაშემწეებმა შეიარაღებული ადამიანი დააკავეს რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად. ოლქის შერიფმა მომხდარს უწოდა "სავარაუდოდ, თავიდან აცილებული მკვლელობის მცდელობა", - იუწყება გამოცემ Press Enterprise-ი.
მეზობელ შტატ ნევადის მკვიდრის, 49 წლის ვან მილერად იდენტიფიცირებული მამაკაცის მანქანა აქციის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე გააჩერეს. Los Angeles Times-ის თანახმად, მანქანაში მილერის კუთვნილი თოფი და პისტოლეტი იპოვეს. იარაღი დატენილი აღმოჩნდა, ეჭვმიტანილს ასევე უპოვეს ტყვიებით სავსე მასიური მჭიდები.

დაკავების დროს მილერმა ტრამპთან შეხვედრაზე დასასწრები ყალბი VIP მოწვევა და პრესის პირადობის მოწმობა წარადგინა. შერიფ ჩად ბიანკოს თანახმად, ეჭვმიტანილი რეგისტრირებული რესპუბლიკელია, რომელიც 2022 წელს ნევადას საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის არჩევნებში მონაწილეობდა. ვარაუდობენ, რომ მილერი მემარჯვენე ანტისამთავრობო ჯგუფის წევრია.
მილერი დააპატიმრეს დატენილი იარაღის ტარებისა და მაღალი ტევადობის მჭიდები ფლობის ბრალდებით. ტრამპის შტაბს ახალი ამბების გამოქვეყნების დროს შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. შერიფის ოფისში განაცხადეს, რომ ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია კანდიდატის ან მასთან შეხვედრის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპზე წინასაარჩევნო პერიოდში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.