პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძის შტაბთან დაპირისპირებაში "იმედის" ჟურნალისტიც მონაწილეობდა - ვინ სცემდა მოქალაქეებს

კალაძის შტაბთან დაპირისპირებაში "იმედის" ჟურნალისტიც მონაწილეობდა - ვინ სცემდა მოქალაქეებს

"იმედში" გადასვლამდე, ჟურნალისტი ლეო სიხარულიძე [შავი მაისურით] "ევრონიუსში" მუშაობდა. ის კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილის, კარლო (კახა) სიხარულიძის ვაჟია. მასთან ერთად კადრში ჩანს ალექსანდრე მუკათარიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.

  • 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ხელისუფლების მომხრეების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს შსს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ გამოუკვეთია.
  • ჩხუბში მონაწილეების იდენტიფიცირებას, ღია წყაროების მიხედვით, თვითმხილველები და ჟურნალისტები დამოუკიდებლად ცდილობენ.
  • ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" მიიჩნევს.
  • დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.