ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, კორპუსიდან ხალხი გამოიყვანოს

კალაძე: 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, კორპუსიდან ხალხი გამოიყვანოს

რაც შეეხება ავარიულობის კატეგორიას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აღნიშნულ შენობას აქვს მესამე კატეგორია. ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორია იყო, თუმცა ამას არსებითი მნიშვენლობა არ აქვს, რადგან შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე.
ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ეს თუ არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას. არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100-პროცენტიანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი გამოიყვანოს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.