კალაძე ჰერჩინსკიზე: ასეთი განცხადებებისთვის, საქართველოს ელჩს გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ, ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

აქამდე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქართული ოცნების ახალ საარჩევნო ბანერებს “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” უწოდა.

კალაძის თქმით, “საქართველოს ელჩს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მსგავსი განცხადების გაკეთების გამო მაშინვე გამოაპანღურებენ”.

“ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის  გამო არ გაუშვა, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელია.

შეუძლებელია და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები.

წარმოიდგინეთ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე.

უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები”. – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო