ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომ უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ

მე მგონია, მაინც იქნება შემოტევები და ზეწოლა. თუნდაც, 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ, როგორი ზეწოლა იყო. გვაბრალებდნენ, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდნენ და ისიც იკადრეს, რომ ISFED-ის (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) პარალელური დათვლები გააყალბეს - ამით უნდოდათ, ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. იმიტომ, რომ "მათთვის, ვიღაცებისთვის, ე.წ. მეგობრებისთვის" საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მისაღები არ არის. რადგან, ჩვენ ის ადამიანები არ ვართ, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ [...]
ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ ბევრ საკითხსა და თემაზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე, თუნდაც ზეწოლებზე, პირდაპირ ვთქვათ. საქართველოსთან მიმართებით, ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ - საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. დღეს ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა გვენდობა და იმის უფლებამოსილება მოგვცა, რომ სწორი პოლიტიკა გავატაროთ, პროქართული, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ხვალინდელ დღესა და ხვალინდელ საქართველოს სჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.