ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: როინ ქოჩორაშვილი ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილი "ნაცია".
"რა გიკვირთ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით". - თქვა კალაძემ.
გუშინ, 8 აპრილს გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ის სთორიში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.