კალაძე პრემიერობაზე: გამორიცხული არაფერია, თუმცა 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს

თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატურად მისი წარდგენა 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან მას, როგორც განსაზღვრული დროით არჩეულ მერს, შესაბამისი პასუხიმგებლობები აკისრია.
“არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს”. – აღნიშნა კალაძემ.
29 იანვარს პრემიერის პოსტიდან უკვე მეორედ გადადგა. ის ქართული ოცნების თავმჯდომარე ხდება. პარტიის წევრების ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე განიხილება.
ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება.