ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: პირადად მე ზაარბრიუკენის მოედანზე კონკურსის ფარგლებში დადგმული ქანდაკება მომწონს

მინდა გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებას. თავს უფლებას ვაძლევ მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით - ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა, სასიხარულოა [...]
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავისი მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი ინსტალაციის განთავსება მოახდინოს [...] ჩემთვის პირადად სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკება ასეთი გამოხმაურება პოვა და ეს საკითხი აქტუალური აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს - მე მომწონს და მინდა გიორგის წარმატებები ვუსურვო... მთავარია, რომ ნამუშევარმა დიდი დისკუსია გამოიწვია, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.