კალაძე: ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს… შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან აღარანაირი კავშირი აღარ მაქვს

ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს და ეს დადასტურებული ინფორმაციაა, რომელიც დეკლარაციაშიც არის ასახული. ევროპულ ბანკებში თანხები რაც მქონდა, მქონდა გასესხებული კომპანიაზე – შემდეგ თანხები დამიბრუნდა, ამ თანხებით შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან აღარანაირი კავშირი აღარ მაქვს, ამას აქვს თავისი ახსნა, თუ რატომ” – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერმა ევროპულ ბანკებში საკუთარი ანგარიშები დახურა. კალაძის ბოლო დეკლარაციით, რომელიც 2024 წლის 31 იანვრით თარიღდება და 2023 წლის მდგომარეობას ასახავდა, არც ერთი უცხოური ბანკის ანგარიში აღარ ფიგურირებდა. დეკლარაციის მიხედვით, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში აქვს გახსნილი. მაშინ, კალაძემ თქვა, რომ ევროპულ ბანკებს “აღარ ენდობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…