არქივი15 ივლისი, 2024, 12:21
კალაძე: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე თვალთხარიას
არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - თვალთხარიას.
რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ და ზოგიერთებმა ბარიერი გადალახონ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.