ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე, ახალგაზრდა თაობა კი არა, ოცნება გეგმავს რევოლუციას – როთი კალაძეს

არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ “ოცნება” გეგმავს რევოლუციას – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი კახა კალაძეს სოციალურ ქსელ X-ზე პასუხობს.
კახა კალაძე, აშკარად არასწორად გაიგე რაღაც:
არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს რევოლუციას, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!- წერს როთი.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, განაცხადა:
მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები!

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.