არქივი16 ივნისი, 2024, 15:07
კალაძე: არ არსებობს ამერიკული სანქციები, არსებობს ამერიკული მეგობრობა
არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
6 ივნისს აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სანქციებს "ღიმილისმომგვრელი" და "არასერიოზული" უწოდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.