კალაძე: არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე. მე ვესაუბრები მოსახლეობას. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას

ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას ორი ოპოზიციური ძალის საერთო მერობის ერთიან კანდიდატზე საუბრის ინტერესი არ აქვს.
„მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე. მე ვესაუბრები მოსახლეობას, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რაც გავაკეთეთ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც. არც იმის გვერიდება, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც თბილისში ძალიან ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. თბილისში, თავისი სიძველიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.
ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს, თუმცა ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია