“კალაძეს შემიძლია ვუთხრა, რომ მე და ჩემი მეგობრები იმისთვის ვიბრძვით, რომ მსახიობები, სპორტსმენები, ქორეოგრაფები არ იყვნენ პარლამენტში”

ვერასდროს, ვერსად, ვერცერთ დროს ვერ მნახავთ პოლიტიკაში – რეჟისორი დავით დოიაშვილი კახა კალაძეს პასუხობს, რომელმაც მას დღეს “პოლიტიკაში შესვლა” შესთავაზა. დოიაშვილი კალაძეს ახსენებს იმ მიზეზს, რატომ და რა მიზეზით დაიწყო პროტესტი:

“მე კახა კალაძეს არ ვიცნობ. ორჯერ ვარ შორიდან შეხვედრილი. ის, რაც გავაკეთე მაშინ [მერობის კამპანიის დროს მხარდაჭერა], აბსოლუტურად გულწრფელი იყო ჩემგან იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებდა თავის დროზე, ჩემთვის უფრო მისაღები იყო ვიდრე ყველაფერი სხვა დანარჩენი. კახა კალაძეს შემიძლია ვუთხრა, რომ მე და ჩემი მეგობრები აქ იმისთვის ვზივართ და საერთოდ იმისთვის ვიბრძვით, რომ მსახიობები, სპორტსმენები, ქორეოგრაფები არ იყვნენ პარლამენტში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნიადაგი შევამზადოთ რაღაცისთვის და დანარჩენი უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა… პირადად მე გპირდებით, რომ ვერასდროს, ვერსად, ვერცერთ დროს ვერ მნახავთ პოლიტიკაში. მე მინდოდა, რომ მქონოდა ჩემი საქმე. ჩვენი პროტესტიც დაიწყო აქედან, როდესაც ჩვენს ეზოში, ჩემს სახლში შემოვიდნენ , წაიყვანეს ჩემი არტისტი [ანდრო ჭიჭინაძე] და მითხრეს, რომ ეს შენ არ გეხება. დიახ, მე მეხება და დავიცავთ ყოველთვის ამას.” ამბობს დავით დოიაშვილი “ტვ პირველის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება