ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო

კალაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზიზრე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო.

კალაძემ ამის მიზეზად მოქალაქეების მხრიდან "მოსალოდნელი პროვოკაციები" დაასახელა.
"რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციის მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს ზეიმის გამართვის შესაძლებლობას...

მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანტების შესაძლებლობას"- თქვა კალაძემ.

მერია რუსთაველზე საახალწლო ღონისძიებას დღეს გეგმავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.