ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძემ მამუკა ხაზარაძე "ლუზერად და რადიკალად" მოიხსენია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ლუზერად და რადიკალად" მოიხსენია.
დღეს ლელოს Facebook გვერდზე ახალი პოსტი გამოჩნდა, სადაც წერია, რომ 36 კვირაა დარჩენილი ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში ყოფნამდე. ეს ის დროა, რა დროც საპარლამენტო არჩევნებამდეა დარჩენილი. კალაძის გაღიზიანება სწორედ ლელოს ამ პოსტმა გამოიწვია.
"მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ლუზერი და რადიკალია. არაფრით არ განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს. [უბრალოდ] სხვადასხვა სახელები ჰქვიათ", - თქვა კალაძემ.
15 თებერვალს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზარაძე "კრიმინალად, მაროდიორად და თაღლითად" მოიხსენია და ჟურნალისტებს მოუწოდა მას მიბაძონ და პოლიტიკოსის მიმართ ეს ტერმინები გამოიყენონ.
ღარიბაშვილის გაღიზიანება ლელოს ლიდერის განცხადებებმა გამოიწვია, რომლებშიც ის მმართველ პარტიას აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე დამარცხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.