კალასმა რ2-ს განუმარტა, რომ -ს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელ პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება.
ამის შესახებ მან პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
„ევროკავშირმა მრავალჯერ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდებოდა ევროკავშირის ნაწილი ევრობიუროკრატიის და ევროკავშირის შესახებ მისი რიტორიკით. ახლა ვხედავთ, რომ მსგავსი ნარატივები გაჩნდა -ის უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? ვინაიდან ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თბილისისას ემთხვევა, მზად ხართ, რომ ბრალი დასდოთ ტრამპის ადმინისტრაციას კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის მიყოლაში, თუ ეს ავლენს ორმაგ სტანდარტს თქვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ?“, – ჰკითხა „„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა კალასს.
კაია კალასის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ის განსხვავებაა, რომ ამერიკელები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობენ.
„განსხვავება ის არის, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასე რომ, რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, არ არის სასიამოვნო წასაკითხი. ჩვენ მივიღეთ ისეთი მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.
რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ირჩევს ევროპულ გზას, ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სრულიად არასწორი მიმართულებით მიდის. ამიტომ, ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ სანამ ისინი გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ან, მოგეხსენებათ, იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, – განაცხადა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?