კალასი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გადადგა, რათა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. ინფორმაცია ამის შესახებ ორშაბათს, პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.
47 წლის კალასი, ესტონეთის პრემიერ მინისტრი 2021 წელს გახდა. კალასი, მოსკოვის და მისი, როგორც თავად ამბობს, ექსპასიონისტური მიზნების, ძლიერ კრიტიკოსად და მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. ის მხარს უჭერს უკრაინის უპირობო მხარდაჭერას და ამისთვის ზეწოლას ახდენს, მოკავშირეებსა და პარტნიორებზე.
მისი ხელმძღვანელობით, ესტონეთი, ბალტიისპირეთის პატარა რესპუბლიკა 1,4 მილიონი მოსახლეობით, ერთ სულ მოსახლეზე, უკრაინის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი გახდა.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს იქამდე, ვიდრე აგვისტოს დასაწყისში ახალი მთავრობა არ დამტკიცდება. მისი პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო