არქივი16 ივნისი, 2024, 12:07
კალასი: ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი
ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი.
"უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი", - წერს კალასი.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.