კალათბურთელი პარლამენტარის, ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს | "ფლანგვის დეტექტორი"
"კალათბურთელი პარლამენტარის, ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს", - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2020 წელს პარლამენტარმა შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია დააარსა.
დაარსებიდან 9 თვეში და სანიკიძის პარლამენტარობიდან 5 თვეში კომპანიამ სახელმწიფოსგან სპორტული კომპლექსი უფასოდ მიიღო.
"2020 წელს პარლამენტარმა სპორტსმენმა ვიქტორ სანიკიძემ კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია დააარსა. დაარსებიდან 9 თვეში და სანიკიძის პარლამენტარობიდან 5 თვეში კომპანიამ სახელმწიფოსგან სპორტული კომპლექსი უფასოდ მიიღო.
კომპანიას 50 წლით გადასცეს 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა. შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს", - წერს ორგანიზაცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.