არქივი25 მარტი, 2024, 12:54
კაკაბაძე: მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა
"ვამაყობ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ. 4 წლის წინ მიზანი ვერ ავისრულეთ, ახლა კი ამისთვის ყველანი მზად ვართ და შესაბამისი მენტალილეტი გვაქვს... მახარებს ის განწყობა, რაც გულშემატკივრებში სუფევს. ასეთი განცდა მაქვს, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა.
მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია, რაც ნაკრებში ვარ და დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა... ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!"
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.